Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოს-ანჯელესში გამოვლინდნენ „ოსკარის“ ლაურეატები


ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრემიით „წლის საუკეთესო ფილმისათვის“ "ოსკარი" გადაეცა რეჟისორ სტივ მაკქუინის ფილმს „მონობის 12 წელიწადს“. „ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონია გუშინ გაიმართა ლოს-ანჯელესში. საუკეთესო რეჟისორისთვის დაწესებული „ოსკარი“ ერგო ალფონს კუარომს ფილმ „გრავიტაციისთვის“. საუკეთესო მამაკაც მსახიობად აღიარეს მეთიუ მაკკონაჰი „დალასელი მოვაჭრეების კლუბში“ განსახიერებული როლისათვის, საუკეთესო მსახიობი ქალისათვის დაწესებული ჯილდოს ლაურეატი გახდა კეიტ ბლანშეტი ჟასმინის როლის შესრულებისათვის ვუდი ალენის ამავე სახელწოდების ფილმში.
XS
SM
MD
LG