Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ჩვენთვის რუსეთის საქციელი მიუღებელია


გერმანიის ფინანსთა მინისტრ ვოლფგანგ შოიბლეს მიაჩნია, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები დასავლეთს დიდ ზიანს ვერ მიაყენებს. მინისტრის სიტყვებით, რუსეთს გაცილებით მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე დასავლეთს ან ამერიკას. მან განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები ერთსულოვანი არიან რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესების თვალსაზრისით. „ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, მაგრამ რუსეთმა უნდა იცოდეს, ჩვენთვის მისი საქციელი მიუღებელია და ურთიერთობა ჩვენს შორის აუცილებლად გაფუჭდება“, - განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ერთ-ერთ გერმანულ ტელეკომპანიასთან საუბრისას.
XS
SM
MD
LG