Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში განახლდა გაუჩინარებული ბოინგის ძებნა


ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში განახლდა „მალაიზია ეარლაინსის“ გაუჩინარებული ბოინგის სამძებრო სამუშაოები. ავსტრალიის ხელისუფლება იტყობინება, რომ სამძებრო სამუშაოებში 12 თვითმფრინავი ჩაერთვება. გაუჩინარებული ბოინგის ძებნაში მონაწილეობს შეერთებული შტატები, ჩინეთი, ახალი ზელანდია, სამხრეთი კორეა და იაპონია. სამძებრო სამუშაოების არეალი მას შემდეგ განისაზღვრა, რაც ოკეანის ზედაპირზე თანამგზავრიდან დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა ობიექტები, რომლებიც მალაიზიის ვარაუდით, შესაძლოა ბოინგის ნამსხვრევები იყოს. ორშაბათს მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბოინგმა, რომელიც 8 მარტს ასრულებდა რეისს კუალა ლუმბურიდან პეკინის მიმართულებით, კატასტროფა განიცადა და მასში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. გაუჩინარებული მგზავრების ახლობლები მოითხოვენ მგზავრების გარდაცვალების დამადასტურებელ ფაქტებს. ბოინგის ბორტზე 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდნენ. მალაიზიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბოინგის მარშრუტი სპეციალურად იყო შეცვლილი.
XS
SM
MD
LG