Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს უკრაინასთან განთავსებული ჯარების ნაწილის გაყვანის შესახებ


რუსეთი აცხადებს, რომ გაჰყავს უკრაინის საზღვართან განთავსებული ჯარების ნაწილი. გერმანიის მთავრობის ცნობით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრისას შეატყობინა კანცლერ ანგელა მერკელს სამხედრო მოსამსახურეების ნაწილის უკან დახევის თაობაზე. არ გავრცელებულა ინფორმაცია ჯარისკაცების რაოდენობაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯენ ფსაკის განცხადებით, დასტურდება ინფორმაცია რუსი სამხედროების საზღვრიდან უკან დახევის თაობაზე. განვლილი თვის განმავლობაში, რუსეთმა ათასობით ჯარისკაცს მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან, რამაც გამოიწვია შეშფოთება, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი შესაძლოა უკრაინის სხვა რეგიონებშიც შეიჭრას.
XS
SM
MD
LG