Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: იზრდება ტურისტების რაოდენობა


საქართველოში ტურისტთა რაოდენობა იზრდება, ამას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია. სტატისტიკის თანახმად, 2014 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში უკვე 1 396 952 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,4%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს. შსს-ს ინფორმაციით, პირობითი დაყოფის მიხედვით, 519 482 იყო ტურისტული ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37,2%), რაც გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 12,1 %-ითაა გაზრდილი.
XS
SM
MD
LG