Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბდულა გიულმა მაღალი შეფასება მისცა თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებს


„საქართველო თურქეთისთვის მნიშვნელოვანი მეზობელი და მეგობარია, ორი ქვეყნის ურთიერთობა კი თანამშრომლობისა და კეთილი ნების მაგალითია“ - განაცხადა თბილისში გამართულ ბრიფინგზე თურქეთის პრეზიდენტმა. აბდულა გიულმა მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოში თურქეთის სოლიდურ ინვესტიციებს, ერთობლივ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს და ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტი განხორციელდება. პრეზიდენტმა გიულმა კვლავ დაადასტურა, რომ უახლოეს ხანში დასრულდება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა. "ჩვენ ქვეყნებს აქვთ უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა, რომლის აღდგენა და მოვლა უაღრესად მნიშვნელოვანია ისევე, როგორც აღმსარებლობის თავისუფლება, რაც დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG