ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს აზრით, „გადამწყვეტი მნიშვნელობა“ აქვს უკრაინაში კრიზისის დიპლომატიის გზით მოგვარებას. ბაროზუმ რუსეთს მოუწოდა კონსტრუქციული როლის შესრულებისაკენ და ენერგომომარაგების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე უარის თქმისაკენ. ამ საკითხზე მან ისაუბრა ბრიუსელში უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკთან შეხვედრის შემდეგ. უფრო ადრე იაცენიუკს კიევში შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. მან გამოთქვა იმედი, რომ უკრაინაში მრგვალ მაგიდასთან პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მოლაპარაკება გააუმჯობესებს ვითარებას 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. „ვფიქრობ, სრულად ვთანხმდებით იმაზე, რომ 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებს გადამწყვეტი როლი ენიჭება. ჩვენ არამარტო დღეს, არამედ ბოლო შეხვედრის დროსაც ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიქმნას პირობები საიმისოდ, რომ უკრაინაში შეძლებისდაგვარად ყველა ამომრჩეველს მიეცეს არჩევანის გაკეთების შანსი“, განაცხადა შტაინმაიერმა უკრაინაში ვიზიტისას.
ყველაზე პოპულარული
1