რუსეთის კომპანია „გაზპრომის“ წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა, რომ 15 ივნისს, დილით ადრე უშედეგოდ დასრულდა ბუნებრივი აირის საკითხზე კიევში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები. კუპრიანოვის თანახმად, მორიგი მოლაპარაკებების თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. მანამდე უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა იური პროდანმა განაცხადა, რომ რუსეთის გაზზე ფასის შესათანხმებლად მოლაპარაკებები 15 ივნისს გაგრძელდებოდა. მოსკოვი იმუქრება, რომ უკრაინას შეუწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას, თუ კიევი 16 ივნისამდე არ გადაიხდის 1 მილიარდ 950 მილიონ დოლარს. უკრაინა თანახმაა გადაუხადოს ვალი „გაზპრომს“, თუ მოსკოვი დათანხმდება მომავალი 18 თვის განმავლობაში უკრაინას 326 დოლარი გადაახდევინოს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში. რუსეთი აცხადებს, რომ „საბოლოო ფასია“ 385 დოლარი 100 კუბურ მეტრ აირზე.
ყველაზე პოპულარული
1