Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი თავდასხმის შედეგად


სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი თავდასხმის შედეგად. როგორც სააგენტოები იტყობინებიან, პარასკევს პოლიციელთა ფორმებში გადაცმულ მეამბოხეთა ჯგუფი თავს დაესხა ავტოკოლონას, რომელშიც იმყოფებოდა პროვინცია პაქტიის გუბერნატორი ჯომა ხან ხანდარდი. თავად ის არ დაზარალებულა. დაიღუპა მისი სამი მცველი. კიდევ ორი მცველი და ერთი პოლიციელი დაიჭრნენ. ინციდენტი მოხდა ქალაქ მაზარი-ი-შარიფის მიდამოებში, საიდანაც კოლონა დედაქალაქ ქაბულისკენ მიემართებოდა. დღესვე აღმოსავლეთ ავღანეთში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, თალიბების მიერ სოფლისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა პატარა ბავშვი და ხუთი ბავშვი დაიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველა ერთი ოჯახის წევრია.
XS
SM
MD
LG