Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერი: ექსტრემისტების ლიდერის მოწოდება საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს


ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი მთელი რეგიონისათვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს სუნიტი ექსტრემისტების მიერ ისლამური სახელმწიფოს გამოცხადებას ტერიტორიაზე, რომელიც ექსტრემისტებმა ერაყსა და სირიაში დაიპყრეს. როგორც მალიკი 2 ივლისს, ყოველკვირეულ მიმართვაში აღნიშნავს, ჯგუფ „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ხალიფატის გამოცხადება არის გზავნილი რეგიონის ყველა სახელმწიფოსათვის, რომ საფრთხე ახლა მათაც ემუქრება. აუდიომიმართვაში, რომელიც 1 ივლისს ინტერნეტით გავრცელდა, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მთელი მსოფლიოს მუსლიმებს მოუწოდებს, ჩავიდნენ მეამბოხეების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე და იბრძოლონ ისლამური სახელმწიფოს შესაქმნელად.

XS
SM
MD
LG