Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპა ამერიკელი ჟურნალისტი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჩაკ ჰეიგელის განცხადებით, იემენში სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპა ამერიკელი ჟურნალისტი ლუკ სომერსი, რომელიც მძევლად ჰყავდათ აყვანილი ალ-ყაიდის წევრ ექსტრემისტებს. განცხადებაში, რომელიც ჰეიგელის ქაბულში ვიზიტის დროს გავრცელდა, სომერსი ექსტრემისტებმა მოკლეს ოპერაციის დროს. მოკლეს კიდევ ერთი მძევალი, რომელიც არ იყო ამერიკის მოქალაქე. ჰეიგელის განმარტებით, მძევლების გამოსახსნელი ოპერაცია გამართლებული იყო ინფორმაციის გამო, რომ ამერიკელი ჟურნალისტის სიცოცხლეს პირდაპირი საფრთხე ემუქრებოდა. ლუკ სომერსი 2013 წლის სექტემბერში იემენის დედაქალაქ სანააში დაატყვევს.

XS
SM
MD
LG