Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მომჭირნეობის ბიუჯეტი დაამტკიცა


უკრაინის კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს 2015 წლის მომჭირნეობის ბიუჯეტს. კანონპროექტს, რომელსაც პრემიერმა იაცენიუკმა „სრულყოფილისგან დაშორებული“ უწოდა, პარლამენტმა კიევში მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზეწოლის შედეგად. ფონდს უკრაინისთვისკრედიტის 17 მილიარდ დოლარიანი ტრანშის უზრუნველყოფა სურს. მიღებული ბიუჯეტი 4 მილიარდი დოლარის ოდენობის დეფიციტს შეიცავს. ის თითქმის 6 მილიარდი დოლარით, რვა პროცენტით, ზრდის სამხედრო ხარჯებს. სოციალური ხარჯები უკრაინაიში გაისად ერთი მილიარდი დოლარით მცირდება, სოფლად დაიხურება 400 სკოლა და 100 ათასი მასწავლებელი დაკარგავს სამსახურს.

XS
SM
MD
LG