Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარმანია: მოუწესრიგებელი სარეკლამო ბანერები განმთავსებელი კომპანიის დაჯარიმებას უნდა იწვევდეს


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გარე რეკლამის განვითარებასა და მართვასთან დაკავშირებული პროექტი განსახორციელებლად საკრებულოშია წარდგენილი. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტის მიხედვით მნიშვნელოვანია, რომ თანაბარი განვითარებისა და კონკურენციის შესაძლებლობა და საშუალება ჰქონდეს ბაზარზე ყველა ფირმას.
"მნიშვნელოვანია ის, რომ ნებართვას გარე რეკლამის გავრცელებასთან დაკავშირებით გასცემდეს მუნიციპალიტეტი და თანხმდებოდეს ვიზუალურად მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან. ასევე მოუწესრიგებელი სარეკლამო ბანერები უნდა იწვევდეს განმთავსებელი კომპანიის დაჯარიმებას, რათა ვიზუალური თვალსაზრისით მოუწესრიგებელი სარეკლამო სივრცეები არ გვქონდეს ქალაქში", - განაცხადა თბილისის მერმა.

XS
SM
MD
LG