Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფკავშირების ცნობით გასულ წელს სამშენებლო სამუშაოებს 14 ადამიანი ემსხვერპლა


გასული ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოებზე საქართველოში 14 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი მძიმედ დაშავდა - ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ერთობლივ განცხადებაში. პროფკავშირების ცნობით, სულ 2014 წელს სამუშაო ადგილზე 41 ადამიანი დაიღუპა, 66-მა კი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია მოულოდნელი ნგრევა აფაქიძის ქუჩაზე, სპეციალური მოკვლევა სჭირდება, მაგრამ "ფაქტია, რომ სამშენებლო სექტორში სამუშაოს წარმოება ხშირ შემთხვევებში შრომის უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევებით ხდება“.

XS
SM
MD
LG