იტალიის განცხადებით, ევროპის ქვეყნები, სავარაუდოდ, მომავალ წელს გადასინჯავენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ 16 დეკემბერს თქვა, რომ ხელს არ შეუშლის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების კიდევ ექვსი თვით გაგრძელებას. სანქციების მოქმედების ამჟამინდელი ვადა 31 იანვარს ამოიწურება. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის წევრები მიმდინარე კვირაში დაამტკიცებენ რუსეთის საწინააღმდეგო ზომების გაგრძელებას. იტალიას რუსეთთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობა აქვს და მისი ეკონომიკა მძიმედ დააზარალა სანქციებმა, რომლებიც მოსკოვს დაუწესეს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. გასულ კვირაში იტალიამ მოულოდნელად დაბლოკა ევროკავშირის სანქციების ავტომატურად გაგრძელება - განაცხადა, რომ საჭიროა საკითხის განხილვა.
ყველაზე პოპულარული
1