Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეონარდო დიკაპრიოს „ოსკარი“ ერგო - მეხუთედ ნომინირების შემდეგ


ჰოლივუდის ვარსკვლავს, ლეონარდო დიკაპრიოს მიენიჭა „ოსკარი“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. 41 წლის ამერიკელ მსახიობს "ოსკარი" ერგო ამ ჯილდოზე ხუთჯერ ნომინირების შემდეგ. ამერიკის კინოაკადემიის პრემიით დაჯილდოვების რიგით 88-ე ცერემონია 28 თებერვალს გაიმართა ლოს-ანჯელესში. ფილმისთვის „მკვდრეთით აღმდგარი“, რომელშიც დიკაპრიო მთავარ როლს ასრულებს, საუკეთესო რეჟისორად აღიარეს ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ. საუკეთესო ფილმად დასახელდა „ყურადღების ცენტრში“. მისი თემაა ბოსტონელი ჟურნალისტების მუშაობა კათოლიკე სასულიერო პირების სექსუალური ძალადობის გამოსააშკარავებლად. საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა ბრი ლარსონი ფილმ „ოთახში“ შესრულებული როლისთვის, ხოლო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის განკუთვნილი ოსკარი ერგო უნგრულ სურათს, „საულის ვაჟიშვილს“. ოსკარით დაჯილდოვდა ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი, 87 წლის ენიო მორიკონეც. მას ჯილდო მიენიჭა კვენტინ ტარანტინოს ფილმ „რვა საძულველის“ მუსიკალური გაფორმებისათვის.

XS
SM
MD
LG