Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა სიხარულიძე: რომში ფუნქციონირების შესაძლებლობა არ მიეცემა "აფხაზური კულტურის ინსტიტუტს"


საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ განაცხადა, რომ რომში ფუნქციონირების შესაძლებლობა არ მიეცემა ე.წ. აფხაზური კულტურის ინსტიტუტს. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 17 ივნისს რომში იხსნება აფხაზური კულტურის ინსტიტუტი. საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუმარტა, რომ სეპარატისტების განზრახვის შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი და შესაბამისად, მიმართეს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და რომის მერიას. „ეს არის კერძო პირების ინიციატივა, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რაიმე ოფიციალურ სტატუსთან და იტალიის ხელისუფლება, როგორც ყოველთვის აკეთებდა, ამასაც დროულად აღკვეთს“ - განაცხადა კახა სიხარულიძემ. ელჩის თქმით, იტალია განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

XS
SM
MD
LG