Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი განაგრძობს ვიზიტს გერმანიაში


გრძელდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი გერმანიაში. დღეს ის ბერლინში შეხვდება მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს იოახიმ გაუკს, რის შემდეგაც გაიმართება მათი ერთობლივი ბრიფინგი. დაგეგმილია, აგრეთვე, გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან და გერმანიის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან. გუშინ მარგველაშვილმა სიტყვა წარმოთქვა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომლის თემა იყო „საქართველოს ევროპული გზა“.

XS
SM
MD
LG