Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს


ერევნის სააპელაციო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ოპოზიციური პარტია „მემკვიდრეობის“ ლიდერი, ვისაც ბრალი ედებოდა სომხეთის დედაქალაქში გამართულ ამასწინანდელ საპროტესტო მსვლელობასა და არეულობებში. არმენ მარტიროსიანი და მასთან ოპოზიციის კიდევ ერთი აქტივისტი 29 ივლისს დააკავეს მასობრივი არეულობის ორგანიზების ბარალდებით, ხოლო აგვისტოს დასაწყისში- წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფლების სანაცვლოდ მარტიროსიანმა უნდა გადაიხადოს ერთი მილიონი დრამი (დაახლოებით 2000 დოლარი) და დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მემკვიდრეობის პარტია მისი ლიდერის წინააღმდეგ ბრალდებას „შეთითხნილს“ უწოდებს და აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად პარტია მონაწილეობას არ მიიღებს სექტემბერ-ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

XS
SM
MD
LG