Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს „აუცილებელი მკურნალობისთვის“


უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ისლამ ქარიმოვი ტაშკენტში, საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ის „აუცილებელ მკურნალობას“ გაივლის. 28 აგვისტოს გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საავადმყოფოში ყოფნა მოითხოვს გარკვეულ დროს „გამოკვლევისა და მკურნალობისთვის“. განცხადებაში არაფერია ნათქვამი ქარიმოვის ავადმყოფობაზე, თუ საავადმყოფოში მისი მოთავსების მიზეზე. ქარიმოვი 78 წლისაა, ის 25 წელიწადი, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ „რკინის ხელით“ მართავს შუა აზიის ყველაზე დიდ სახელმწიფოს. ცნობილია, რომ ჰქონდა პრობლემები, მაგრამ ეს იყო პირველი ოფიციალური ცნობა მისი ჯანმრთელობის შესახებ.

XS
SM
MD
LG