პოლიციას ჩაბარდა ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო კამპანიის დროს ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინდუაშვილის შვილმა განუცხადა. გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი ორი დღის წინ გაუხსნეს. როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ყველაზე პოპულარული
1