რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, მოსკოვმა კიდევ ერთი სადარაჯო გემი გაგზავნა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მყოფი ფლოტილიის რიგებში. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობის ინფორმაციით, ხომალდმა სახელწოდებით „მირაჟი“, 6 ოქტომბერს დატოვა ბაზა სევასტოპოლი და გეზი ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით აიღო. იქ უკვე იმყოფება შავი ზღვის ფლოტის ორი ანალოგიური სადარაჯო გემი, რომლებიც აღჭურვილი არიან გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტებით. მანამდე რუსეთმა დაადასტურა ს-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექსის განთავსება სირიის პორტ ტარტუსში.
ყველაზე პოპულარული
1