Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭოს მდივნად პრეზიდენტმა დავით რაქვიაშვილი დანიშნა


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დავით რაქვიაშვილი დანიშნა. რაქვიაშვილი პრეზიდენტმა მედიას დღეს პირადად წარუდგინა. დავით რაქვიაშვილი 1968 წელს არის დაბადებული. ის მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში, 2010 წელს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პრეზიდენტმა ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.

XS
SM
MD
LG