Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარძიაში სპეციალისტები იკვლევენ, რამდენად დააზიანა ხანძარმა კედლის უნიკალური მხატვრობა


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალისტები გაგზავნა ვარძიაში, სადაც 1 ნოემბერს, ღამით ცეცხლი გაჩნდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. სააგენტოს ინფორმაციით, ტაძარში მდგარ სასანთლე მაგიდას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ჭვარტლით ნაწილობრივ დაიფარა კედლის უნიკალური მხატვრობა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, შექმნილი ვითარების ანალიზისა და დიაგნოსტიკის შემდეგ, სპეციალისტები შეარჩევენ კედლის მხატვრობის გაწმენდის მეთოდს და დაიწყება გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაო.

XS
SM
MD
LG