Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის საფრთხეა პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ


ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის საფრთხე შეიქმნა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა გამოაცხადა, რომ გადადგება საპრეზიდენტო არჩევნებში მისი პარტიის კანდიდატის დამარცხების შემდეგ. 13 ნოემბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, გამარჯვება ერგო რუმენ რადევს - ყოფილ გენერალს, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს. ბოლო ინფორმაციით, რადევს ერგო ხმების 59,4%, ხოლო მის მეტოქეს, მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის, "გერბის" წარმომადგენელ ცეცკა ცაჩევას 36,2%. "გერბი" ბოლო 10 წელია დომინირებს ბულგარეთის პოლიტიკაში. პრეზიდენტად არჩეული რუმენ რადევი მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რაც შესაძლოა მოასწავებდეს ბულგარეთის უთანხმოებას ევროკავშირის და ნატოს წევრ მოკავშირეებთან.

XS
SM
MD
LG