Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბობ დილანი არ დაესწრება ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიას


შვედეთის აკადემია იტყობინება, რომ მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი, ბობ დილანი, 2016 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, არ დაესწრება ათ დეკემბერს, სტოკჰოლმში, ნობელის პრემიების გადაცემის ცერემონიას. 16 ნოემბრის ეს ცნობა გავრცელდა ერთი თვის შემდეგ მას მერე, რაც შვედეთის აკადემიამ გამოაცხადა, რომ დილანს მიენიჭა პრესტიჟული ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, ნობელის კომიტეტის სიტყვებით, „ახალი პოეტური გამომსახველობითი ენის შექმნისთვის დიდი ამერიკული სასიმღერო ტრადიციის ფარგლებში“. 16 ნოემბერს აკადემია იტყობინება, რომ დილანმა მისწერა მას წერილი, სადაც ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ, რომ მისთვის დიდი პატივია პრემიის მიღება. ამ განცხადების მიხედვით, დილანი პრემიას აღიარებს, მაგრამ შესაბამის თანხმას, 900 ათას დოლარს არ აიღებს უშუალოდ შვედეთის მეფის კარლ გუსტავ მეთოთხმეტის ხელიდან. დილანს ერთი კვირა დასჭირდა ნობელის პრემიის აღიარებისთვის, შემდეგ კი სატელეფონო ზარს არ უპასუხა, როცა ნობელის კომიტეტიდან ურეკავდნენ. 75 წლის დილანმა ბრიტანეთის „ტელეგრაფს“ განუცხადა, რომ გეგმავს ცერემონიაში მონაწილეობას, „თუ ეს საერთოდ შესაძლებელია“.

XS
SM
MD
LG