Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნებია


ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, სადაც მემარჯვენე კანდიდატი, ნორბერტ ჰოფერი უპირისპირდება მემარცხენე ორიენტაციის კანდიდატს, ალექსანდერ ვან დერ ბელენს. არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, კანდიდატების რეიტინგს შორის განსხვავება ძალიან მცირეა. 45 წლის ჰოფერი მთავარი ფიგურაა მის მემარჯვენე, პოპულისტურ თავისუფლების პარტიაში. ჰოფერი ამომრჩევლებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ „უსაფრთხო ავსტრიას“, თავიანთი „შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის“. ჰოფერის გამარჯვება იქნება პირველი შემთხვევა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მეთაური ულტრა-მემარჯვენე ორიენტაციის იქნება. მისი მეტოქე, 72 წლის ვან დერ ბელენი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, თუმცა მას მხარს უჭერს მწვანეთა პარტია, რომელშიც მას უწინ მნიშვნელოვანი პოსტები ჰქონდა. ვან დერ ბელენი უწინ ეკონომიკის პროფესორი იყო, და თავს უწოდებს „ლტოლვილთა შვილს“. ის მყარად უჭერს მხარს ევროკავშირს და გამოდის ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის გატარების მოწოდებებით. ვან დერ ბალენს ნათქვამი აქვს, რომ ის „პრო-ევროპელია, თუმცა ბატონ ჰოფერთან მიმართებით ამ საკითხზე გარკვეული ეჭვები არსებობს“. ჰოფერი გამოდის დაპირებით, რომ დააწესებს მკაცრ სასაზღვრო კონტროლს და მუსლიმ ქალებს აუკრძალავს საჯაროდ მთელი სხეულის დამფარავი ბურკის ტარებას. „ავსტრიაში ისლამის ადგილი არ არისო“, უთხრა ჰოფერმა ამომრჩევლებს და განაცხადა, რომ დაითხოვს მთავრობას, თუკი ის უფრო მკაცრად არ მოეკიდება ახლო აღმოსავლეთიდან ჩასულ მიგრანტებს.

XS
SM
MD
LG