Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინება 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტი


საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები. ბიუროს წევრები 15 საათზე დანიშნულ სხდომაზე იმსჯელებენ ბიუჯეტის პროექტის განხილვის და დამტკიცების ფორმატსა და ვადებზე. საქართველოს მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი რამდენიმე ახალი ინიციატივით წარადგინა. მათ შორის, ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 65 მილიონი ლარი, რომელსაც სახელმწიფო დახარჯავს ფიზიკურ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშესაწყობად. გარდა ამისა, 2017 წლიდან დაგეგმილია აქციზის გაზრდა თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და ავტომობილებზე. მომავალ წელს თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში 10-10%-ით მცირდება შრომის ანაზღაურების ფონდი და ადმინისტრაციული ხარჯები.

XS
SM
MD
LG