ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაიწყო მსჯელობა „ბრექსიტზე“ - კერძოდ, სჭირდება თუ არა ბრიტანეთის მთავრობას პარლამენტის ნებართვა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლაზე მოლაპარაკების დასაწყებად. უზენაეს სასამართლოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მიმართა თხოვნით, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მთავრობას პარლამენტის თანხმობა სჭირდება „ბრექსიტის“ პროცედურების დასაწყებად. უზენაეს სასამართლოში ოთხი დღე გაგრძელდება ამ საკითხის განხილვა, ხოლო ვერდიქტი იანვარშია მოსალოდნელი. ბრიტანეთში სასამართლოს მიერ გასულ თვეში მიღებული გადაწყვეტილებით, მთავრობას არა აქვს უფლება, მარტომ აამოქმედოს ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი ევროკავშირიდან გასვლის პროცესის დასაწყებად. მთავრობის ადვოკატები კი აღნიშნავენ, რომ წელს 23 ივნისის რეფერენდუმზე ბრიტანელმა ხალხმა გადაწყვიტა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლა. რეფერენდუმის შედეგად, ბრიტანელი ამომრჩევლების 52% მიემხრო ევროკავშირის დატოვებას.
ყველაზე პოპულარული
1