Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საინფორმაციო უსაფრთხოების ახალი დოქტრინა ძალაში შევიდა


რუსეთის საინფორმაციო უსაფრთხოების ახალი დოქტრინა მოუწოდებს მთავრობას, ჩამოაყალიბოს ინტერნეტში რუსეთის სეგმენტის მართვის ეროვნული სისტემა. დოქტრინა ძალაში შევიდა მისი გამოქვეყნების მომენტიდან, ექვს დეკემბერს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მას ხელი მოაწერა წინა დღეს. დოკუმენტი 17 გვერდიანია და ფართოდ გამოხატავს რუსეთის მთავრობის მიდგომას რუსეთის ეროვნული ინტერესებისა დაუშიშროებისთვის ინფორმაციის სფეროში არსებული საფრთხის, ასევე ასეთი საფრთხის საპირისპირო ქმედების მიმართ.

XS
SM
MD
LG