Accessibility links

კაიროს კოპტურ ტაძართან აფეთქებამ 20 ადამიანი იმსხვერპლა


ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში აფეთქებამ, რომელიც კოპტური საკათედრო ტაძრის გვერდით მოხდა, 20 ადამიანი იმსხვერპლა. ეგვიპტის ოფიციალური პირის ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 35-ია. ეგვიპტის ოფიციალური სააგენტო “მენას“ თანახმად, 11 დეკემბრის აფეთქება გამოიწვია ბომბმა, რომელიც ისროლა წმინდა პეტრეს ტაძარში თავდამსხმელმა. ეს ტაძარი წმინდა მარკოზის ტაძრის გვერდით დგას. მარკოზის ტაძარი ეგვიპტის კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრი და სასულიერო ლიდერის, პაპ თეოდორიუს მეორის რეზიდენციაა. ეგვიპტის კოპტი ქრისტიანები ქვეყნის მოსახლეობის მეათედს შეადგენენ. ეს აფეთქება მოჰყვა ორი დღის წინანდელ თავდასხმას კაიროში, როცა დაიღუპა ექვსი პოლიციელი. მაშინ პასუხისმგებლობა იკისრა გაერთიანება „ჰასმმა“, რომელსაც, ხელისუფლების ვარაუდით, კავშირი აქვს აკრძალულ „მუსლიმთა საძმოსთან“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG