Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირკუტსკში 71-ს მიაღწია „ბოიარიშნიკით“ მოწამვლის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ


რუსეთის ქალაქ ირკუტსკში 71-ს მიაღწია სპირტის შემცველი კოსმეტიკური საშუალებით, „ბოიარიშნიკით“ მოწამვლის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ - ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსი” იუწყება ჯანდაცვის ადგილობრივ დეპარტამენტზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობითვე, საავადმყოფოში რჩება კიდევ 37 ადამიანი, რომლებმაც „ბოიარიშნიკი“ ალკოჰოლურ სასმელად გამოიყენეს. შექმნილი ვითარების გამო, ირკუტსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კოსმეტიკური საშუალება შეიცავდა სიცოცხლისთვის საშიშ, მეთილის სპირტს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში 12 პირი დააკავეს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა, გაამკაცროს სპირტის შემცველი პროდუქციის წარმოების და ვაჭრობის წესები.

XS
SM
MD
LG