Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიის დაღუპული თვითმფრინავის „შავ ყუთს“ მიაგნეს


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მყვინთავებმა მიაგნეს რუსეთის არმიის, შავ ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავის ეგრეთ წოდებულ, „შავ ყუთს“, რომელიც საბორტო კომუნიკაციის ჩანაწერებს შეიცავს. ცნობით, „შავი ყუთი“ კარგ მდგომარეობაშია და უკვე ჩაიტანეს მოსკოვში,თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების კვლევის ცენტრში, სადაც მისი ჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმრინავმა კატასტროფა განიცადა 25 დეკემბერს სოჭის სანაპიროს მახლობლად. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 92 ადამიანი, მათ შორის ალექსანდროვის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის 68 წევრი. ისინი სირიის ხმეინის სამხედრო ბაზაზე რუსი ჯარისკაცებისათვის საახალწლო კონცერტის ჩასატარებლად მიეშურებოდნენ. ავიაკატასტროფის ადგილზე 27 დეკემბრისთვის 12 გვამს მიაგნეს. ჯერ-ჯერობით არაფერი მიანიშნებს ტერაქტზე, იტყობინება რუსეთის უშიშროების სამსახური, განიხილავენ უხარისხო საწვავის გამო ძრავის მწყობლიდან გამოსვლას, ტექნიკურ გაუმართაობას, ან მფრინავის შეცდომას.

XS
SM
MD
LG