Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა 100 ათასი დოლარით დაეხმარება ბავშვებს სირიაში


საქართველოს მთავრობა 100 ათასი დოლარით დაეხმარება ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სირიაში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად. მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაეროსთან აქტიური კონსულტაციებით გამოიკვლიეს ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ყველა გზა. „საბოლოო ჯამში შეთანხმდა, რომ ჩვენ გავუწევთ ფინანსურ დახმარებას 100 ათასი დოლარის ფარგლებში გაეროს სპეციალური ფონდის მეშვეობით“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

XS
SM
MD
LG