Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული რუბლი განაგრძობს ზრდას ევროსა და ამერიკულ დოლართან მიმართებაში


რუსული რუბლი ისევ განაგრძობს ზრდას ევროსა და ამერიკულ დოლართან მიმართებაში. საერთაშორისო სავალუტო ბაზრის ეს მონაცემები 2017 წლის პირველი ორი დღის მდგომაროებას ასახავს. გასულ წელს, რუბლი მეორე ყველაზე ცვალებადი ეროვნული ვალუტა იყო ბაზარზე. სამი იანვარის ინფორმაციით, რუბლი დოლართან მიმართებაში 60.51 მეასედს შეადგენს, ევროსთან კი - 62.76 მეასედს უტოლდება. ვალუტის კურსის ზრდის ტემპი ბოლო რამდენიმე კვირაში განაპირობა ნავთობის ღირებულების მატებამ და ოპტიმისტურმა განწყობებმა რუსეთის ეკონომიკური გაჯანსაღების შესახებ, ისევე როგორც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესების მოლოდინებმა, ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ. რუსულ რუბლს წინ უსწრებს მხოლოდ ბრაზილიური რეალი, რომელიც გასულ წელს დოლართან მიმართებაში 70%-ით გაიზარდა. ეკონომიკური გამოცემა „ლომბარდ ლეტერის“ მიმომხილველის, ალესანდრო ბრუნოს თქმით, რუბლის ცვლილების საკითხი განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როდესაც ამერიკული დოლარის კურსი გაიზარდა ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაში და მიუახლოვდა ევროს კურსს. ანალიტიკოსის თქმით, „რუბლი 2017 წლის ყველაზე ცხელ ვალუტად შეიძლება მოგვევლინოს“, რაც მისივე განცხადებით, დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მიერ დაწესებული სანქციებისთვის წინააღმდეგობის სტრატეგიით, რომელსაც პუტინი ატარებდა.

XS
SM
MD
LG