Accessibility links

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ განხორციელებულ ცვლილებებს


პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ განხორციელებულ ცვლილებებს. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სკოლების რეფორმის აუცილებლობას იზიარებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რეფორმა კონსტიტუციის სულისკვეთების ფარგლებში გატარდეს. „ეს სულისკვეთება არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები და ბავშვები კანონის წინაშე თანასწორი არიან და ხარისხიანი განათლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. განათლების პოლიტიკის წახნაგები როგორ ჩამოყალიბდება, ეს განათლების სამინისტროს და პარლამენტის პრეროგატივაა. ჩვენ ამ პროცესთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ განათლების პოლიტიკა ექვემდებარება კონსტიტუციურ ფასეულობებს - ეს არის თანასწორობა. ყველა ბავშვს, იმის მიუხედავად, თუ სად ცხოვრობს ის, ხარისხიან განათლებაზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი”, - განუცხადა ჟურნალისტებს ანა დოლიძემ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG