Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარის ერთ-ერთ ქუჩას ანდრეი კარლოვის სახელი დაერქმევა


ანკარის იმ ქუჩას, სადაც თურქეთში რუსეთის საელჩო მდებარეობს, ანდრეი კარლოვის სახელი დაერქმევა. თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს მოკლეს, ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. თურქეთის დედაქალაქის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ 9 იანვარს გაკეთებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება ყარიაგდის ქუჩისთვის კარლოვის სახელის მინიჭების შესახებ ერთხმად იქნა მიღებული. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შესახებ განაცხადა 20 დეკემბერს, ელჩის მკვლელობიდან მეორე დღეს. თურქეთის მედია იუწყება, რომ კარლოვის სახელს დაარქმევენ ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრსაც, სადაც ელჩი მოკლეს.

XS
SM
MD
LG