Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნესტი ინტერნეშენელი: ევროპის ანტიტერორისტული კანონები ადამიანის უფლებებს ძირს უთხრის


ანტიტერორისტული ზომები, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში მიმართავენ ბოლო სისხლიანი ტერაქტების გამო, ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს მათი დაცვის საბაბით, - აცხადებს უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეშენელი. 17 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში განხილულია ევროკავშირის 14 ქვეყნის მიერ მიღებული კანონები ბოლო ორი წლის მანძილზე. დოკუმენტის თანახმად, ევროპა უსაფრთხოების ზომების გადაჭარბებული და მუდმივი, სახიფათო გატარებისკენ მიდის. ახალი კანონები მთავრობებს ანიჭებს თვალთვალის გაძლიერებულ უფლებებს და იზღუდება აზრის გამოხატვის თავისუფლება, ბევრი მთავრობა იყენებს საგანგებო მდგომარეობის სწრაფად გამოცხადების უფლებას და უშიშროების უწყებებს ანიჭებს საგანგებო უფლებებს, რის ზედამხედველობაც ნაკლებად ხდება.

XS
SM
MD
LG