Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი იმედოვნებს, რომ სირიის თაობაზე მოლაპარაკებებში ამერიკელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გაგზავნის ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტებს, ასტანაში 23 იანვარს დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. „მხედველობაში გვაქს ის, რომ რუსეთი და აშშ-ი სირიის მოწესრიგების თაობაზე საერთაშორისო ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიანო“, - განაცხადა ლავროვმა 20 იანვარს, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ყაირათ აბდრახმანოვთან შეხვედრის შემდეგ გამრთულ პრესკონფერენციაზე. ვაშინგტონმა 19 იანვარს დაადასტურა, რომ მიიღო მოსაწვევი ასტანაში გამრთულ მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად. სირიის თაობაზე საერთაშორისო მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებს გაეროს სპეციალური წარგზავნილი, სტაფან დე მისტურა.

XS
SM
MD
LG