Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლუკოილი" მართავს მოლაპარაკებას ირანის ნავთობსაბადოების ექსპლუატაციაში მონაწილეობის მისაღებად


რუსეთის ნავთობკომპანია „ლუკოილი“ ეძებს წარმოების ახლო აღმოსავლეთში გაზრდის შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც ირანმა დაშვებულად გამოაცხადა უცხოელი პარტნიორების მიერ მისი საბადოების ექსპლუატაცია. ახლო აღმოსავლეთში „ლუკოილის“ ოპერაციების ხელმძღვანელის, გატი ალ-ჯებურის განცხადებით, ამჟამად ირანი არის კომპანიის სამიზნე. „ლუკოილი“, რომელიც რუსეთში სიდიდით მეორე ნავთობმწარმოებელია, მოლაპარაკებას მართავს ირანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან ორი საბადოს, აბე ტიმურისა და მანსურის საბადოების, ექსპლუატაციაში მონაწილეობის საკითხზე. გატი ალ-ჯებური იმედოვნებს, რომ მხარეები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შეთანხმდებიან საბადოების ექსპლუატაციის ერთობლივ პროგრამაზე. ირანი ასახელებს ნავთობისა და გაზის 70-მდე საბადოს, რომელსაც უცხოელი ინვესტორებისათვის ხელმისაწვდომს ხდის მას შემდეგ, რაც 2016 წლის იანვრიდან შემსუბუქდა თეირანისათვის დაწესებული სანქციები. მან ასევე დაასახელა 29 უცხოური კომპანია, მათ შორის „ლუკოილი“, რომელსაც ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა.

XS
SM
MD
LG