Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის სამთავრობო ძალები განაგრძობენ მეამბოხეთა წინაშე პოზიციების დათმობას


ავღანეთის სამთავრობო ძალები განაგრძობენ მეამბოხეთა წინაშე საბრძოლო პოზიციების დათმობას. ეს პროცესი შეინიშნება მას შემდეგ რაც 2014 წლის დასასრულს ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ნატოსგან გადაიბარეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა. ნოემბრის შუა რიცხვების მდგომარეობით, ავღანეთის მთავრობა აკონტროლებდა ქვეყნის 407 რაიონის 57,2 პროცენტს, რაც 6,2%-ით ნაკლებია აგვისტოს მონაცემებთან შედარებით და 15%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით. ამის შესახებ საუბარია მოხსენებაში, რომელიც გაავრცელა ავღანეთში მოქმედმა აშშ-ის სადამკვირვებლო ორგანიზაციამ სახელწოდებით „ავღანეთის რეკონსტრუქციის საგანგებო გენერალური ინსპექცია“. ანგარიშის თანახმად, ავღანეთის მოსახლეობის ერთი მესამედი, ანუ 9,2 მილიონი ადამიანი, „სადავო რაიონებში“ ცხოვრობს, ხოლო 2,5 მილიონი ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელსაც მთლიანად მეამბოხეები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG