საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება ბრალდების გამო, რომ არაკანონიერად დააფინანსა თავისი წინასაარჩევნო კამპანია 2012 წელს. სარკოზისთან ერთად სასამართლოს წინაშე წარდგება კიდევ 13 პირი. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილებმა საარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილი თანხის დაწესებულ ლიმიტს, 22, 5 მილიონ ევროს გადააჭარბეს და დახარჯეს 40 მილიონი. ეჭვი აქვთ, რომ სარკოზის არ შეიძლება არ სცოდნოდა ლიმიტის გადაჭარბების შესახებ. ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო 2007-დან 2012 წლამდე, როცა მან პაექრობა სოციალისტ კანდიდატ, ფრანსუა ოლანდთან წააგო.
ყველაზე პოპულარული
1