Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელმა ჯვარმა დროებით შეაჩერა საქმიანობა ავღანეთში


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დროებით შეაჩერა საქმიანობა ავღანეთში, მას შემდეგ რაც მოკლეს მისი ექვსი თანამშრომელი, რომლებიც მონაწილეობდნენ ძლიერი ქარბუქის შედეგად დაზარალებული ჩრდილოეთ რეგიონის გადაუდებელი დახმარებით უზრუნველყოფის პროცესში. ჯოუზჯანის პროვინციის გუბერნატორის ვარაუდით, მაშველთა ჯგუფს თავს დაესხნენ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებული წევრები. „ეს იყო ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებული ყველაზე საშინელი თავდასხმა ბოლო ოც წელიწადშიო“ - ასე შეაფასა მომხდარი წითელი ჯვრის ხელმძღვანელობამ. ჰუმანიტარული ოპერაციების დირექტორის დომინიკ სტილჰარტის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ეძებენ ორგანიზაციის ორ თანამშრომელს, რომლებიც 8 თებერვალს უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.

XS
SM
MD
LG