Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა იუსტიციის მინისტრი


რუმინეთში თანამდებობიდან გადადგა იუსტიციის მინისტრი ფლორინ იორდაკე მას შემდეგ, რაც მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია მისი ინიციატივით გაცემულმა განკარგულებამ კორუფციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციის შესახე. მთავრობას ამ განკარგულების გაუქმება მოუხდა, თუმცა, იორდაკე აცხადებს, რომ მისი ინიციატივა „კანონიერი და კონსტიტუციური“ იყო. ამასთან, გადამდგარმა მინისტრმა აღიარა, რომ ვერ შეძლო თავისი ინიციატივისთვის საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება. მთავრობამ 5 თებერვალს გააუქმა განკარგულება, რუმინეთის ქალაქებში მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ფონზე. ხოლო 8 თებერვალს რუმინეთის პარლამენტში გაიმართა მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრა, რომელიც მთავრობის სასარგებლოდ დასრულდა. მაგრამ საპროტესტო აქციები გრძელდება. თუ დემონსტრანტები თავდაპირველად სადავო განკარგულების გაუქმებას მოითხოვდნენ, ახლა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამოდიან. პრემიერ-მინისტრი სორინ გრინდეანუ აცხადებს, რომ არ გადადგება.

XS
SM
MD
LG