ოთხშაბათს ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ერთდღიანი ვიზიტით ეწვია თავის მეზობელ სახელმწიფოებს, ომანსა და ქუვეითს. სპარსეთის ყურის ამ ქვეყნებში ეს როჰანის პირველი ვიზიტია 2013 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც მან ირანის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. ძირითადად შიიტური მოსახლეობის მქონე ირანისა და უმეტესწილად სუნიტებით დასახლებული მისი მეზობლების ურთიერთობა დაძაბულია მას შემდეგ, რაც მათ განსხვავებული პოზიციები დაიკავეს სირიისა და იემენის კონფლიქტებში (ეს განსაკუთრებით ეხება ირან-საუდის არაბეთის ურთიერთობას). გუშინ როჰანიმ განაცხადა, რომ თეირანი მუდამ ეცდება „კეთილმეზობლური ურთიერთობის“ შენარჩუნებას სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და გამოთქვა მოწოდება შიიტთა და სუნიტთა მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ, რომელიც, ირანის პრეზიდენტის თქმით, „ასწლეულებს ითვლის“.
ყველაზე პოპულარული
1