აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საკუთარი მეუღლე, მეჰრიბან ალიევა დანიშნა ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტად. შესაბამისი განკარგულება დღეს გამოქვეყნდა პრეზიდენტის ვებსაიტზე. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პრეზიდენტის სიკვდილის, ან მოვალეობის შესრულების უუნარობის შემთხვევაში, პრეზიდენტის პოსტს მისივე მეუღლე დაიკავებს. 55 წლის ილჰამ ალიევი 2003 წლის ოქტომბრიდან არის ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანის ლიდერი. პრეზიდენტის პოსტზე მან შეცვალა საკუთარი მამა, ჰეიდარ ალიევი, რომელიც მაშინ ავადმყოფობდა და ორ თვეში გარდაიცვალა. შარშან სექტემბერში აზერბაიჯანში გაიმართა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელთა შორისაც იყო სამი ვიცე-პრეზიდენტის პოსტების შექმნა და პრეზიდენტობის ვადის ხუთიდან შვიდ წლამდე გაზრდა. უფლებადამცველები და დასავლეთის მთავრობები ხშირად ადანაშაულებენ ალიევს ოპოზიციონერების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნაში.
ყველაზე პოპულარული
1