Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილი: საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სრულიად სხვა საფეხურზე გადავა


საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სრულიად სხვა საფეხურზე გადავა, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან შედგა მოკლე, მაგრამ საგნობრივი და თბილი შეხვედრა, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება და სრულიად სხვა საფეხურზე გადავა. პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრას წინ უძღოდა აშშ-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის წარმატებული ვიზიტები და საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის მინისტრების, ლევან იზორიას და ჯეიმს მეტისის შეხვედრა ბრიუსელში. „დინამიკა, რომელიც გვაქვს აშშ-სთან ურთიერთობაში, მთლიანობაში ძალიან პოზიტიურია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG