ევროპარლამენტსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება უკრაინის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის შესახებ. უკრაინის მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ბიომეტრიული პასპორტები, შეძლებენ ტურისტული თუ საქმიანი ვიზიტებით 180-დღიან პერიოდში 90 დღით ეწვიონ შენგენის ზონის წევრ ქვეყნებს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „ტვიტერით“ გამოთქვა შეფასება, რომ ეს არის „ფორმალური, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“. უკრაინაში ევროკავშირთან დაახლოების სიმბოლოდ მიიჩნევენ უვიზო რეჟიმს და მოუთმენლად ელოდებიან მის ამოქმედებას მაშინ, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში უკვე სამი წელია გრძელდება ბრძოლა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა თებერვალში გამოთქვა ვარაუდი, რომ წელს ზაფხულში ამოქმედდება უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა.
ყველაზე პოპულარული
1