ჰოლანდიის მთავრობამ გააუქმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუს თვითმფრინავის დაშვების ნებართვა, რასაც დიპლომატიური ურთიერთობის ესკალაცია მოჰყვა ნატოს წევრს ორ სახელმწიფოს შორის. ჰოლანდიის მთავრობის 11 მარტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩავუშოღლუს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების მიზეზი გახდა „საშიშროება, რაც ემუქრებოდა საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას .“ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სურდა ჩასულიყო როტერდამში და სიტყვით გამოსულიყო ადგილობრივი თურქების მიერ გამართულ აქციაში, რომელიც იმ რეფერენდუმის მხარდამჭერი კამპანიის ნაწილია, რომლითაც იზრდება პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის უფლებამოსილება. თურქულენოვანი ტელეკომპანია „სიენენისათვის“ მიცემულ ინტერვიუში მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ როტერდამში ჩაფრენის ნებართვაზე უარის თქმის პასუხად, ნიდერლანდი თურქეთისაგან მკაცრ „პოლიტიკურ და ეკონომიკურ“ სანქციებს მიიღებს.
ყველაზე პოპულარული
1