ავღანეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთში მდებარე ხოსტის პროვინციაში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა სამხედრო ბაზაზე დანაღმული ავტომანქანით თავდასხმის შედეგად. თავდასხმა თვითმკვლელმა მოაწყო. ხოსტის პროვინციის მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ჯერ დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა საბრის რაიონში მდებარე სამხედრო ბაზის წინ, შემდეგ კი ერთი საათი გაგრძელდა შეტაკება ოთხ თავდამსხმელთან, რომელთაგან ყველა მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
ყველაზე პოპულარული
1